თელავში, უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო მოყინულ მთავარ და შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა, ასევე, მუშაობს მძიმე ტექნიკა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაწმენდის სამუშაობი გაგრძელდება მთელი ღამის განმავლობაში, რათა დღისით გზებზე გადაადგილება შესაძლებელი იყოს უსაფრთხოდ.
მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად მუშაობენ მთელი ქალაქის მასშტაბით.