თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში მიმდინარეობს სამუშაოები შუქნიშნების მოწესრიგების მიზნით, რათა მოხდეს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მერიის ცნობით, გაკეთდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი შუქნიშნები, რომლებიც ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს ორ ლოკაციაზე – თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე.
შეგახსენებთ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 421 492 ლარს. შემსრულებელი კი კომპანია: შპს ,,გზაჯვარედინია.”