თელავში ამ დრომდე აქტიურად გრძელდება გზების გაწმენდის სამუშაოები

თელავში, მთავარი და შიდა საუბნო გზების გაწმენდა მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში და ამ დრომდე კვლავ აქტიურად გრძელდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაყრილია ტექნიკური მარილი და ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
მუნიციპალური ტრასნპორტის მოძრაობა სრულად აღდგება გზებზე შეზღუდვების მოხსნისთანავე.