თელავში, ჭაბუა ამირეჯების ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, მისი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.
რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ მოეწყობა ამირეჯიბის ქუჩის 490 მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი და მოწესრიგდება ტროტუარები.
მერიის ცნობით, თელავში, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩის ნაწილზე რეაბილიტაციის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება.