თელავს კიდევ ერთი რეაბილიტირებული სპორტული სივრცე შეემატა

დღეს, თელავში, აღმაშენებლის #7-თან მდებარე სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. ადგილზე იმყოფებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, მისი მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ბავშვებს ახალი სპორტული სივრცის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები, ასევე დაიგო ხელოვნური საფარი.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 141 710 ლარი შეადგინა.

სტადიონზე, რომელიც დღეს გაიხსნა, სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდები უკვე შეიკრიბნენ, სადაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ვარჯიში.