დღეს თელავში, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ სლალომში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციამ წელს პირველად ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ სლალომში, რომელის მხარდამჭერიც იყო თელავის მუნიციპალიტეტის მერია.
თელავმა უმასპინძლა ჩემპიონატის ფინალს, სადაც მონაწილეობა მიიღეს თელაველმა ქალბატონებმა.
lll-ადგილის მფლობელი გახდა მეგი მეტრეველი; ll-ადგილი დაიკავა მავრა ნარსიძემ; ხოლო l-ადგილი მოიპოვა საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანა ყარყარაშვილი-ნაკაშიძემ.