თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ თელავის საფეხბურთო სკოლას უხელმძღვანელებს გიგა იაშვილი.
საფეხბურთო სკოლის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
,,თელავი უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქალაქია. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპორტის, მათ შორის ფეხბურთის განვითარება, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა. ძალიან მალე თელავს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი, სადაც არაერთ შეხვედრას ვუმასპინძლებთ. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ფეხბურთის პოპულარიზაციას. წინ კიდევ ბევრი გეგმაა, რომლის შესრულებასაც ერთობლივი მონდომებით შევძლებთ.“– განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
გიგა იაშვილი მოვალეობის შესრულებას უკვე ოფიციალურად შეუდგა.