თელავში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით, სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები ორდღიან ტრენინგს გაივლიან.
საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების გენდერის საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგზე, სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ ინფორმაციას: გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის სამოქმედო გეგმის, საჯარო სივრცეში და დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის ინციდენტებთან გამკლავების გზებსა და მგზავრთა გასაჩივრების მექანიზმების შესახებ.