თელავის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალასა და იყალთოში, დასრულების ეტაპზეა სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
დღეს, სოფელ ყარაჯალაში დაიგო ასფალტის საფარი გზის მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 150 მეტრია. ამასთან, მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და მისი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამურად განხორციელდა 1 105მ საპროექტო მონაკვეთზე, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენ 649 419 ლარს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა 470მ სიგრძის გზაზე.
პროექტი ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 236 769 ლარის ოდენობით.