თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურ რეჟიმში გრძელდება ახალი სარეკრეაციო ზონებისა და სკვერების მოწყობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო სოფელ რუისპირში.
სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი და საბავშვო გასართობი ინფრასტრუქტურა.