თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში დაიწყო შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.
დღეს, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 853 მეტრი სიგრძის გზაზე მოეწყობა ასფალტის ორფენიანი საფარი და ბორდიურთან შეთავსებული სანიაღვრე სისტემა.