“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის დელეგატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების – შალაურისა და წინანდლის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც სოფლებში უკვე განხორციელებულ პროექტებზე, ასევე ამჟამად არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევბზე. არაფორმალურ გარემოში შეხვედრები წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.