თელავის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა უფასო სამედიცინო კვლევა ჩაიტაროს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, 14 აპრილსთელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანმრთელობის ცენტრში კლინიკა ,,ჯანმრთელობის სახლის მაღალკვალიფიციური ექიმები, 10:00-დან 18:00-მდე, უფასო კვლევებს ჩაატარებენ.

პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ ექოსკოპიური კვლევა და გადაიღონ კარდიოგრამა.

გამოკვლევა გავრცელდება ზოგადი ქირურგის (ონკო-ქირურგი, ჰეპატო-პანკრეატო-ბილიალური ქირურგი) ორთოპედ-ტრავმატოლოგის, თერაპევტ-ანესთეზიოლოგის, გინეკოლოგის, კარდიოლოგის და რადიოლოგის კონსულტაციებზე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია გნმარტავს, რომ აქტივობის მიზანია საზოგადოებაში ჯანდაცვის კულტურის ამაღლება და მოსახლეობაში პროფილაქტიკური კვლევების აუცილებლობის დანერგვა.

მისამართი: . თელავი, . ალადაშვილის . #2, თელავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 595 581 818