თელავის მერმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცეს მოქალაქეს 102 წლის იუბილე მიულოცა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მცხოვრებ თამარა შალიკაშვილ-ჩაველაშვილს 102 წელი შეუსრულდა.

დაბადების დღის მისალოცად, ქალბატონ თამარას,  როგორც მუნიციპალიტეტის უხუცეს მოქალაქეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თამარა შალიკაშვილ-ჩაველაშვილს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.