დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა კენჭისყრის შედეგად დამტკიცებული 2025 წლის ბიუჯეტი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსაზღვრულია 2025 წლის პრიორიტეტული მიმართულებები. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტი შეადგენს 46 944 400 ლარს, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით გაზრდილია 6 941 100 ლარით.
2025 წელს, იზრდება დაფინანსება ინფრასტრუქტურული, წყალმომარაგების, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით.