თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, თელავში არსებულ ამერიკის კუთხეში, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ახალგაზრდებს შეხვდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ, ასევე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გაუზიარეს გამოცდილება და მოისმინეს მოზარდების იდეები.
მერიის ცნობით, საუბარი შეეხო ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, სარეკრეაციო სივრცეების, სპორტული მოედნებისა და განათლების ინფრასტრუქტურის შექმნას.