თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა აკურაში, ვანთასა და ბუშეტში.
მერიის ცნობით, სოფელ ბუშეტში მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად ახალი ნიაღვარმიმღებების, შესაბამისი ინვენტარით სკვერის მოწყობა და საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა დაასახელა.
ვანთაში პრიორიტეტილ საკითხებად დასახელდა არსებული ძველი ჭაბურღილების რეაბილიტაცია, ახალი გარე განათების მოწესრიგება და სპორტული ინვენტარის შეძენა, ხოლო აკურაში მოსახლეობამ აირჩია საბავშვო ბაღის ოთახების რეაბილიტაცია და ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა.