თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლისა და ვანთის საჯარო სკოლებში აუტიზმთან დაკავშირებით საინფორაციო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრების ინციატორი და მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი. შეხვედრის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სახის აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.
მერიის ცნობით, დღევანდელი შეხვედრა ჩატარდა კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრთან პარტნიორობით და ახალგაზრდებმა აუტისტური სპექტრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.