თელავის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა

თელავის მერიის ინფორმაციით, თელავში, აღმაშენებლის ქუჩის I შესახვევსა და ლესელიძის ქუჩის ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

აღნიშნულ ლოკაციებზე წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა.

მერიის ცნობით, წყალმომარაგების კომპანია თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისათვის ორ პროექტს ახორციელებს.

ამ დროისთვის, დასრულების ფაზაშია თელავში ,,წიწმატიანის’’ პროექტით გათვალისწინებული 11 კმ-იანი მაგისტრალის მოწყობა,

შედეგად თელავს წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება.

ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, დამატებით, მიმდინარეობს საერთაშორისო დონორის მხარდაჭერით, წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემების მშენებლობა.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის შედეგად თელავის წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.