თელავის მერია შშმ პირებისთვის არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს

თელავის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის აქტიური პროგრამების ანგარიშს, 3 დეკემბრის მონაცემებით:
– საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე დახმარების ქვეპროგრამით, თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2 შშმ პირის 3 შვილი სარგებლობს;
– მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამით 139-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ბიუჯეტი – 80 000 ლარი;
– მედიკამენტების დაფინანსებით პროგრამით 107 შშმ პირი, 35 750,92 ლარით დაფინანსდა;
– 58 ბენეფიციარმა ისარგებლა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამით; ბიუჯეტი – 74 839,63 ლარი;
– ელ. ენერგიის დაფინანსების ქვეპროგრამა ჯამში 212 შშმ პირს მოემსახურა; ბიუჯეტი – 19 930 ლარი;
– სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, შშმ პირებისა და ბავშვებისთვის, ამ დრომდე გაიცა 174 ამანათი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარდა სოციალური პროგრამებისა, იგი თანამშრომლობს სოფელ ვარდისუბანში არსებულ მძიმე და ღრმად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლთან და დღის ცენტრსაც სწორედ თელავის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე.