თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის – „გზა წარმატებისკენ“ ფარგლებში მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, რომელთაც მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა თამარ ზაზანაშვილმა უმასპინძლა.
თამარ ზაზანაშვილმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
„დღევანდელი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებს გავუზიარე საკუთარი პროფესიული და კარიერული გამოცდილება. აღნიშნული პროექტის მიზანია დავეხმაროთ ახალგაზრდებს საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნასა და კარიერულად სწორი არჩევანის გაკეთებაში“, – აღნიშნა თამარ ზაზანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი – „გზა წარმატებისკენ“ მიზანად ისახავს ახალგაზრდებისათვის პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.