თელავის მერიამ ლეჩურში ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა უზრუნველყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, გაზიფიცირების პროექტი განხორციელდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 335 462 ლარის ოდენობით.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი დაიწყო გასულ წელს და ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა უზრუნველყო თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ.
სოფელ ლეჩურში მიმდინარეობს შიდა დაქსელვის სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს შპს „თელავგაზი.”
ლეჩურში მცხოვრები 110 ოჯახიდან ამ დროისთვის გაზიფიცირებულია 50 აბონენტი.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის დადგომამდე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იქნება ყველა აღრიცხული აბონენტი. მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა აბონენტად აყვანის ღირებულების გადასახადი გადაიხადოს 17 თვიანი განვადებით.