დღეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თელავის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2019 წლიდან თელავის ქალთა კამერული გუნდს ქორმაისტერი სოლომონ გოგილაშვილი ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ თელავის ქალთა კამერული გუნდი 1973 წელს ქორმაისტერ, პავლე დემურიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, გუნდის სასცენო შემოქმედებითი ცხოვრება არაერთი წარმატებული საკონცერტო და საფესტივალო ეპიზოდით ხასიათდება.