თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საყურადღებოდ ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ხვალ, 23 აგვისტოს, თელავისა და მუნიციპალიტეტის სოფლების ქუჩები კოღოს საწინააღმდეგო პრეპარატით შეიწამლება.
შეწამვლა 21:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება ცენტრალურ, აღმოსავლეთ და ძველი თელავის ქუჩებში და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აკურაში, ვანთაში, ბუშეტში, ქვ. ხოდაშენში, წინანდალში, კისისხევში, შალაურში, გულგულაში, ყარაჯალასა და რუისპირში.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას მთავრობის დადგენილებით წელს უკვე მეორედ ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.