თელაველმა სპორტსმენმა თორნიკე პაატაშვილმა, კლასიკურ წოლჭიმში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის ქალაქ სან სიტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში, 23 წლამდელთა შორის შეჯიბრში თელაველმა თორნიკე პაატაშვილმა დაიკავა ll საპრიზო ადგილი 105 კგ წონით კატეგორიაში შედეგით 200 კგ.

ახალგაზრდა სპორტსმენს გამარჯვება თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მიულოცა.