თბილისში, თელავსა და წინანდალში Bloomberg – მა ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო გადაღება დაიწყო

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოპულარული გადაცემის „Sorted Food” ორი წამყვანი საქართველოში იმყოფება. კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის (ე.წ Lifestyle) და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ ორ ვიდეორგოლს ამზადებს.

მათივე ინფორმაციით, გადაღებები თბილისში, თელავსა და წინანდალში მიმდინარეობს. Bloomberg-ის წამყვანებისთვის კახეთში ღვინის, ჩურჩხელის, ხინკლისა და პურის ცხობის მასტერკლასები გაიმართა. გადამღები ჯგუფის წევრები მარნებს ეწვივნენ, სადაც ქვევრის ღვინო დააგემოვნეს.

Bloomberg-ის წარმომადგენლებსა და Sorted Food”-ის წამყვანებს თბილისის ისტორიული ადგილები გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით Bloomberg-ზე მიმდინარეობს კამპანია, რომელიც წლის ბოლომდე გასტანს. საქართველოში იმყოფებიან ცნობილი ბრიტანული გადაცემის Sorted Food წამყვანები, რომლებიც მაყურებელს მთელ მსოფლიოში უყვებიან საქართველოს შესახებ. მთავარი პროდუქტი რითაც საქართველოს წარმოვაჩენთ არის ღვინო, გასტრონომია და სათავგადასავლო ტურიზმი. საქართველოს პოპულარიზაცია როგორც დიდ ბრიტანეთში ასევე ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც Bloomberg არის ძალიან პოპულარულია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს ბევრი ტურისტის მოზიდვას ევროპიდან,განაცხადა მაია ომიაძემ.

საქართველოს შესახებ უკვე მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში, (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok) რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. Bloomberg-ის აუდიტორიის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისგან შედგება, კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.