ზინობიანის ეთნო-კულტურული ცენტრი მზია გიორგობიანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა

სოფელ ზინობიანში ახლად გახსნილი ეთნო – კულტურული ცენტრი მოინახულეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია მზექალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეთნო-კულტურული ცენტრი მოეწყო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში. გაკეთდა სარეკრეაციო სივრცე, მოეწყო სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნები. ცენტრში შეიქმნა სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სივრცე, ასევე მოწესრიგდა მისასვლელი გზა.