ვაჟა მაღრაძე იყალთოს მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე, სოფელ იყალთოს მოსახლეობას შევხცდა საქართველოს პარლამენტის წევრთან, გელა სამხარაულთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან და რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილთან ერთად.
“თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს მოსახლეობას შევხვდი, საქართველოს პარლამენტის წევრთან, გელა სამხარაულთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან და რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილთან ერთად. მათი ჩართულობა შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მოსახლეობის პრობლემები საერთო საზრუნავია და მათი გადაჭრა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. იყალთო, თავისი ისტორიით, ტრადიციებითა და სულიერი მემკვიდრეობით ჩვენი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვან სიმბოლოს წარმოადგენს. მოსახლეობასთან შეხვედრისას ვისაუბრეთ როგორც ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც სოფლის განვითარებას და ისტორიული მემკვიდრეობის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდინარეობს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის, ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის რეაბილიტაცია. ჩვენ ერთად შევძლებთ ისეთი სოფლების შექმნას, რომლებიც სავსე იქნება სიცოცხლით, განვითარების შესაძლებლობითა და იმედით, სადაც თითოეული ოჯახი შეძლებს ღირსეულად და ბედნიერად ცხოვრებას,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.