იაპონიაში, ქალაქ უშიკუში, თელავის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ უშიკუს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ და ქალაქ უშიკუს მერმა კაზუტოში ნუმატამ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიაზე ხაზი გაესვა პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობას.
აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ უშიკუს დამეგობრება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყნას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას.