„ევროპარლამენტის მოდელირება 2024“ – თელავში ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდება

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში, 18; 19 და 20 ივნისს, ჩატარდება პრესტიჟული, ახალგაზრდული კონფერენცია ევროპარლამენტის მოდელირება 2024“.

მერიის ცნობით, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 12-26 წლამდე ახალგაზრდებს.

რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩენილია 3 დღე, ხოლო რეგისტრაციის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3yCbGTq

ევროპარლამენტის მოდელირება არის სიმულაციური ხასიათის პროექტი, რომელიც აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა, ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ.

პროექტის მსვლელობისას დელეგატები გადანაწილდებიან შესაბამის კომიტეტებში, განიხილავენ აქტუალურ თემებს და გამოიკვლევენ გლობალური გამოწვევების გადაჭრის გზებს“; – აღნიშნულია ინფორმაციაში.