“ევრაზიის ახალი განთიადი?”-ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “ევრაზიის ახალი განთიადი?”
პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდერ ვუჩიჩი, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი ალიბეკ კუანტიროვი და კომპანია Sabanci Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩენკ ალპერი.
პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი.