ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე მაისში გამოჩნდება ებრაული ბიბლია, რომელიც მსოფლიოში უძველესი, თითქმის დასრულებული ეგზემპლარია. სააუქციონო სახლის ინფორმაციით, ბიბლიის ფასი განსაზღვრული იქნება $30 მილიონიდან $50 მილიონამდე.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიის გაყიდვის შემთხვევაში, ის გახდება ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერი ან წიგნი, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე.
„Codex Sassoon“-ი, რომელსაც ყიდის ინვესტორი ჯაკი საფრა, თარიღდება მეცხრე-მეათე საუკუნეებით და შეიცავს ებრაული ბიბლიის 24-ვე წიგნს. მას გენეზისის მხოლოდ რამდენიმე გვერდი აკლია.
პერგამენტის 396 ქაღალდისგან შემდგარ „Codex Sassoon“-ზე დატანილია ნიშნებიც, რომლებზეც მათი ადრეული მფლობელებია მითითებული. მათ შორისაა ებრაული თემი მიკისინი, რომელიც დღევანდელ სირიაში სახლობდა. ამის შემდგომ, ბიბლიის ბედი გაურკვეველი იყო, სანამ 1929 წელს მას სასუნი შეიძენდა და კვლავ გამოჩნდა, როგორც გლობალურად აღიარებული არტეფაქტი.