გურჯაანსა და იაპონიის ქალაქ იოიჩს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, გურჯაანსა და იაპონიის ქალაქ იოიჩს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიის ინფორმაციით, ორ ქალაქს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და იაპონიის ჰოკაიდოს პრეფექტურის ქალაქ იოიჩის მერმა საიტო კეისუკემ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განსაზღვრეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.