„გულიანი“ სახელი, რომელიც აერთიანებს დავით კუპრაძის შემოქმედებას და გურიის სიყვარულს

ხის ხელნაკეთი აქსესუარების შექმნის იდეა ეკუთვნის დავით კუპრაძეს, რომელმაც შთაგონება იპოვა გურულ სოფელ – „გულიანში.“ როგორც დავით კუპრაძემ pr-mc.ge-სთან საუბარში განაცახადა ინსპირაციის წყარო გახდა მოულოდნელი გასვლა ბუნებაში, სადაც უმარავი გამოუსადეგარი ხის დანახვამ გაუჩინა სურვილი მისი დამუშავების და აქსესუარებად გარდაქმნის.

დავიბადე ულამაზეს მხარეში, ეს არის ჩემი გურია. სკოლა დავამთავრე ქალაქ ლანჩხუთში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. ფრიადოსანი არასდროს ვყოფილვარ, იყო რამდენიმე საგანი რომელიც ძალიან მიყვარდა. ერთერთი საგანი იყო ხელოვნება. სულ ხელოვნების გაკვეთილს ვესწრებოდი, აქედან გამომდინარე ჩემ თავს ხელოვნების სფეროში უფრო ვხედავდი და გადავწყვიტე თბილისში წასვლა სადაც მოსე თოიძის სამხატვრო პროფესიულ კოლეჯში დავიწყე სწავლა. შევისწავლე ხის მხატვრული დამუშავება (ხეზე კვეთა).

სულ მინდოდა მქონოდა ჩემი საქმე და არ ვყოფილიყავი სხვაზე დამოკიდებული, შარშან ზაფხულში ჩავედი ჩემს სოფელში. ბევრს ვფიქრობდი თუ როგორ გამომეყენებინა ჩემი ცოდნა. ერთ დღეს, გადავწყვიტე ბუნებაში გავსულიყავი. დავინახე უამრავი ხის მორი, რომელიც უბრალოდ ლპებოდა და მიწა შთანთქავდა. რამდენიმე მათგანი ჩამოვიტანე სახლში დავამუშავე და ნამუშევრები დავამზადე, რომლებიც ვაჩუქე ახლობელ ადამიანებს. მივხვდი, რომ მუშა პროცესი და შემდეგ ადამიანების გაბედნიერება ერთი შეხედვით მცირე დეტალებით, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. სწორედ ამიტომ, აღარ გავჩერებულვარ. თითოეული ჩემი ნამუშევარი არის სტიმულის მომცემი ჩემთვის, რომ სულ უფრო მეტი შევქმნა. ამ საქმეში დიდ ენერგიას და შრომას ვდებ, ბოლომდე ვიხარჯები იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო.“- ამბობს დავით კუპრაძე.

როგორც ხელოვანი აღნიშნავს, აქსესუარები ძირითადად იქმნება ღია ცის ქვეშ, რადგან საქმიანობა საწყის ეტაპზეა და მოითხოვს სპეციალურ ფართს, ასევე ხელსაწყოებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ-ჯერობით არ მყავს დამხმარე, ვერ ვახერხებ საკმარისი რაოდენობის აქსესუარების დამზადებას საჭირო დროში. ჩემი ინსპირაციის წყარო არის პირველ რიგში ჩემი ოჯახი, რომლიც ყოველთვის გვერდით მიდგას. ასევე ძალიან მიყვარს ბუნებასთან ურთიერთობა. ბუნების ამქვეყნიური სილამაზე შთამაგონებს, რომ მეც შვქმნა სილამაზე.“- განაცახადა დავით კუპრაძემ.

დავით კუპრაძის თქმით, მომხამრებელს შეუძლია გააკეთოს შეკვეთა საკუთარი სურვილის და გემოვნების შესაბამისად.

„ჯერ იქმნება ესკიზი, შემდგომ გადამაქვს ხის მზა ფიცარზე, ამის შემდგომ იწყება: გამოჭრა, დაშკურკვა, დამუშვება, ფორმების მიცემა, კვეთა და ასე შემდეგ.. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რომელზე დეტალური საუბარიც გამიჭირდება, საკუთარი თვალით თუ არ ნახეთ, რთულია ავხსნა.“– ამბობს ხელოვანი.

ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს დავითისთვის ხეზე მუშაობა ხელოვანმა ასე გვიპასუხა: ეს მთელი ჩემი სამყაროა, რის გარეშე ცხოვრებასაც ალბათ ვერ შევძლებ!“

დავით კუპრაძემ სახელი „გულიანი“ საკუთარ გურულ სოფელს, – „გულიანს“ დაუკავშირა, რომელიც მისთვის დიდ სითბოსთან და ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება.

‘’„გულიანი იმიტომ შევარჩიე, რომ თითოეულ ჩემ ნამუშევარს გულიანად ვაკეთებ.სეც რომ არ იყოს, ჩემ სოფელს გურიაში სადაც მე ვცხოვრობ ჰქვია გულიანი. ბევრმა არ იცის ამ სოფლის შესახებ და მინდა ჩემი მეშვეობით ყველამ გაიცნოს. გამიხარდება, თუ ჩემი ნამუშევრებით ცნობილი გახდება ჩემი თბილი სოფელი, სადაც ნამდვილად გულიანი ხალხი ცხოვრობს.“- განაცახადა დავით კუპრაძემ.

ყველას, ვისაც უყვარს ორიგინალური საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის, აქსესუარებით სამოსის გაფორმება თვითგამოხატვისთვის, მაშინ “გულიანი” არის ის, რაც გჭირდება.