კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტების მერებთან გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამეს მიმდინარე, 2024 წელი და განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
– მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და წლის ბოლოს დასრულების ვადები გეგმა – გრაფიკის შესაბამისად;
– 2025 წელს გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტები;
– რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი პრიორიტეტული მიმართულებები;
– სოციალური მიმართულებით არსებული საკითხები;
– კულტურის მიმართულებით, კონკრეტულად, საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად არსებული საორგანიზაციო საკითხები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი, ლევან ლილუაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, არჩილ თხლაშიძე.