გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო თათბირი გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

-სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების უმოკლეს ვადაში გადახურვის საკითხი;

-ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლა კახეთის რეგიონში და მუნიციპალური ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებული საკითხები;

-ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ მიმდინარე წელს დასაფინანსებელი პროექტები;

-სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები;

-დასუფთავების საკითხები.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ, სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.