კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და თანამშრომლურ ურთიერთობაზე.
საუბარი შეეხო რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს და განვითარების შესაძლებლობებს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონის ეკონომიკის ორ ძირითად დარგს წარმოადგენს – სოფლის მეურნეობა და ტურიზმი, აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგად, იზრდება დასაქმებულთა რიცხვი, ადგილზე წარმოეუბული პროდუქციის ხარისხი, ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში კახეთის რეგიონის როლი მნიშვნელოვანია.
მხარეებმა საერთო პერსპქტივები განსაზღვრეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.