გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტების მერებთან.
სამუშაო შეხვდერაზე შეაჯამეს როგორც უკვე განხორციელებული და დასრულებული სამუშაოები, ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რომლებიც ეხება რეგიონის ინფრასტრუქტურას, დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს. ამასთან, იმსჯელეს კულტურაში დაგეგმილი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებზე. ეს ღონისძიებებია –  7 ნოემბერს თელავში ტრადიციულად “ერეკლეობის” აღნიშვნა და “ილიაობა,” რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად მასპინძლობს 8 ნოემბერს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე და ლევან ლილუაშვილი.