გივი ზაუტაშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები განიხილა.

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მერმა ხაზი გაუსვა სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ხარისხიანად შესრულების მნიშვნელობას. ასევე, განიხილეს კულტურისა და სპორტის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები.
საუბარი შეეხო ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს, გარდა ამისა გივი ზაუტაშვილმა ისაუბრა მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების აუცილებლობაზე.