ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, მერიაში დასაქმებულ ქალბატონებს მიულოცა 8 მარტის დღესასწაული და გადასცა სიმბოლური საჩუქრები.
“8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცე მერიაში დასაქმებულ ქალბატონებს. ვუსურვე ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.