დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს მერის წარმომადგენლის პოზიციაზე წარუდგინა ოთარ ჩუბინიძე.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით და იმსჯელეს იმ საჭიროებებზე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს.
“დღეს, მერის წარმომადგენლის პოზიციაზე ოთარ ჩუბინიძე წარვუდგინე ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს. ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ახალსოფლის თემის მაჟორიტარი კახა ასისტიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი გიგა წიწრიაშვილი.
დღევანდელ შეხვედრაზე მიმოვიხილეთ თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები,”- განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.