გივი ზაუტაშვილმა ახალი 2025 წელი სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს მიულოცა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი 2025 წელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიულოცა კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული პოლიციის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებსა და საავადმყოფოს მედპერსონალს, “სოკარ ჯორჯია გაზი კახეთის” თანამშრომლებს.