დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის კულტურის სახლის დარბაზში, ა(ა)იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
შემოქმედებით საღამოს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლები, მომღერლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.