გივი ზაუტაშვილი მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნო და მხარდაჭერა გამოხატა

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი შეხვდა მოქალაქეებს, და მოისმინა მათი საჭიროებები, რომლებიც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძირითადად ეხებოდა ინფრასტრუქტურას, სოციალურ, ჯანდაცვისა და დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
“დღეს შევხვდი მოქალაქეებს და გავეცანი იმ საჭიროებებს, რომლებიც ადგილობრივებს აქვთ. თითოეულ მათგანს შესაძლებლობის ფარგლებში, მხარს დავუჭერ და დავეხმარები,”- აღნიშნა გივი ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის სამშაბათი დღე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეა.