ქალაქ ყვარელში, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, აშენდა 80 კვ.მ. ფართობის ერთსართულიანი შენობა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შენობის მოპირკეთება და შიდა სამუშაოები.
პროექტის ღირებულება შეადგენს 200 811 ლარს და ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.