ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია, ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად დანიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.
ზოგადი განათლების მიმართულებით სამინისტროში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი გაუწევს გია მურღულია.
განათლების სამინისტროს ცნობით, ჯგუფი სკოლებში აქტიურად იმუშავებს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის დახვეწისთვის. მოხდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწა, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.