ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარეობს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
აღნიშნული მონაკვეთი ქალაქ თელავში გადის და თბილისის გზატკეცილს, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია. გარდა ასფალტის საფარისა, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყლის მილსადენები. ეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები. გათვალისწინებულია მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების, ასევე, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
გზის აღნიშნული მონაკვეთი თელავის მთვარ შემოსასვლელს წარმოადგენს როგორც აღმოსავლეთის, ასევე სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან და მისი სრული რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ქალაქის სტუმრების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის.
პროექტი, რომლის დასრულებაც წლის ბოლომდეა დაგეგმილი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 13 849 534 ლარს შეადგენს.