ახმეტაში გზების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური ახმეტაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობის და გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში 905 გრძ. მეტრზე მოეწყობა ასფალტო-ბეტონის ორფენიანი საფარი, ეზოებში შესასვლელების გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 622,176 ლარს შეადგენს.

უწყების ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულამდე დასრულდება.