ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნეს – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ამასთან, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრების თამაში, სწორედ სპორტული კომპლექსის გახსნის დღეს ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ახალსოფლის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი მოიცავს სპორტულ დარბაზს და მაყურებლისთვის გათვლილ სივრცეს, მოეწყო გასახდელი და გუნდების დაბინავებისათვის განკუთვნილი ოთახები.
შეგახსენებთ, რომ მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით გახორციელდა.