„აჩუქე ნიამორი“ – სასაჩუქრე „კარგი დასალევი ღვინო,“ რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

ვინ არის „ნიამორის“ დამფუძნებელი, როდის და როგორ გაჩნდა ამჟამად უკვე უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ბრენდის შექმნის იდეა?

“Niamori-ს ისტორია იწყება ორი მეგობრის იდეით, რომელიც გააერთიანა, საერთო საქმის, ღვინის მიმართ სიყვარულმა. Niamori ბაზარზე გამოჩნდა 2017 წლიდან და ჩანაფიქრი თავიდანვე იყო, რომ მაღალი  ხარისხის ღვინოსთან ერთად, გვეწარმოებინა პროდუქტი და შეგვექმნა ბრენდი, რომელიც ერთსა და იმავე დროს გამოხატავდა ქართულ კულტურას, ტრადიციას და ასევე,  ბოთლის დიზაინი ჰარმონიულ თანხვედრაში იქნებოდა მომხმარებლის ემოციებთან.”

– რა ტიპის და როგორი ხარისხის სასმელს სთავაზობს „ნიამორი“ მომხმარებელს?

“Niamori ამ ეტაპზე მოხმარებელს სთავაზობს 10-მდე სახეობის ღვინოს, რამდენიმე სახეობის ჭაჭასა და ბრენდს. ეს ყველაფერი მოქცეულია სასაჩუქრე თემატიკაში და საერთო ჯამში, სხვადასხვა ნაკრებებისა და ბოთლის ზომების მიხედვით ერთიანდება 60_მდე პროდუქტში. Niamori არის სასმელი, რომელიც მაღალ ხარისხთან ერთად არის უბრალოდ კარგი და სასიამოვნო დასაგემოვნებელი.”

– როგორც ცნობილია, „ნიამორი“ იღებს სასჩუქრე შეკვეთებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს პერსონალური გრავირებით დამზადებული სასაჩუქრე ნაკრები. უფრო დეტალურად რომ ვუთხრათ მომხმარებელს, სად შეუძლია შეკვეთის გაკეთება და რა ფორმით?

“ბრენდის სტრატეგია თავიდანვე იყო სასაჩუქრე მიმართულება და დღეს არსებული პროდუქტების რაოდენობა ჩვენს პორტფელში არის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დიდი შრომისა და დაგროვილი გამოცდილების შედეგი. იქიდან გამომდინარე, რომ Niamori-ს პროდუქციას ხარისხთან ერთად გამოარჩევს პერსონალური გრავირება, შესაბამისად ყველა ბოთლი მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით, უშუალო კომუნიკაციით მომხმარებელთან ჩვენი დისტანციური არხების საშუალებით; შესაბამისად გრავირებული ბოთლების შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი არხების საშუალებით: ნიამორის ოფიციალური ვებ-გვერდის, facebook და Instagram გვერდების საშუალებით. (https://www.facebook.com/niamori.ge)”

– საქართველოს გარდა, რომელი ქვეყნის ბაზარზე ხდება „ნიამორის“ ღვინის ექსპორტი?

“წამყვანი როლი გაყიდვებში უკავია ადგილობრივ ბაზარს, თუმცა საქართველოს გარდა “ნიამორის” პროდუქცია აქტიურად იგზავნება: იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში და პოლონეთში. სასაჩუქრე მიმართულებაზე მოთხოვნა ძირითადად არის იმ ქვეყნებიდან, სადაც ქართული ემიგრაციის და შესაბამისად დიასპორის სიმრავლეა. ჩვენ თანამემამულეებს ეამაყებათ საკუთარი ქვეყნის და მეღვინეობის ისტორიის ამ კუთხით წარმოჩენა.”

– როგორია თქვენი ხედვა და გზავნილი საზოგადოებასთან – რა არის ის გამორჩეული „ხელწერა“ რაც „ნიამორს“ გამოარჩევს სხვა კომპანიებისგან?

“ჩვენი მიზანია მაღალ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება: როგორც ბოთლში არსებულ შიგთავსს, ასევე მის შეფუთვასა და ბრენდირებას არ ექნება ხარისხთან კომპრომისი. ღვინის მაღალ ხარისხთან ერთად, იგი უნდა იყოს სასიამოვნო დასაგემოვნებელი. ცალკე თემაა სასაჩუქრე მიმართულება, რომელზეც მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. აქედან გამომდინარე გზავნილები „აჩუქე ნიამორი“ და „უბრალოდ, კარგი დასალევი ღვინო“ შეიძლება მივიჩნიოთ იმ მოკლე მესიჯებად, რაც გვინდა რომ ჩვენს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს ვუთხრათ.”

– როგორი იყო ის გზა, რაც კომპანიამ დღემდე გაიარა და რა გეგმები/მოლოდინები გაქვთ სამომავლოდ?

“კომპანიის დაარსებიდან დღემდე განვლილ გზას თუ შევაფასებთ, იგი იყო სტანდარტულად რთული და გამოწვევებით სავსე. ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ, ჩვენც გავიარეთ პანდემიის რთული პერიოდი, მაგრამ მოვახერხეთ, რომ არ გავჩერებულვართ და ეს მთელი გუნდის და ჩვენი ერთგული მომხმარებლების დამსახურებაა. ამ პერიოდში შევძელით განვითარება და გაზრდა. უახლოესი გეგმებიდან პრიორიტეტულია ახალი სამარნე კომპლექსის მშენებლობა თბილისთან ახლოს, რაც სხვა სივრცეში გადაიყვანს ჩვენ ურთიერთობას მომხმარებელთან.”

– როგორია „ნიამორის“ მომსახურების პირობები შეკვეთის შემთხვევაში? (შეკვეთიდან რამდენ დღეში მზადდება სასაჩუქრე გრავირებული წარწერით ღვინო და როგორ ხდება მისი მიწოდება რეგიონებში).

“ჩვენი მომსახურება არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ჩვენი ძლიერი მხარე, რის გამოც მომხმარებელი არის კმაყოფილი და შეკვეთები მზარდი. ბუნებრივია არის ხარვეზებიც, რომელთაგან არც-ერთი არ რჩება რეაგირების და აღმოფხვრის გარეშე. თბილისის მაშტაბით მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს ჩვენი საკურიერო მომსახურებით, რაც გვაძლევს ლავირების საშუალებას, რომ მოვერგოთ მომხმარებლის მოთხოვნებს. რეგიონებში მიწოდების ვადაც ოპერატიულია და სამ სამუშაო დღეს შეადგენს-ლოკაციის მიხედვით. რეგიონების შემთხვევაში ვსარგებლოთ საფოსტო მომსახურებით.”

– „ნიამორი“ ჩემთვის ასოცირდება არა მხოლოდ ბიზნესთან, არამედ იდეასთან. ის ხომ ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. თუ არის ისეთი რამ, რასაც ისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს თქვენს იდეას როგორც ქართულ ისე უცხოერ ბაზრებზე.

“ხელშეწყობის კუთხით ალბათ სასურველი იქნებოდა წვდომა ინფორმაციასთან, რომელიც გულისხმობს: ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი კანონდებლობების ლაბირინთებში გარკვევას, საექსპორტო ბაზრების ბარიერების გადალახვის ხელშეწყობას, სხვადასხვა საგრანტო თუ შეღავათიანი დაკრედიტებაზე ინფორმირება და ა.შ.”

– რას ურჩევდით საზოგადოებას სასაჩუქრე ალკოჰოლური სასმელის შერჩევისას, რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება როდესაც ძვირფასი ადამიანებისთვის ვარჩევთ მსგავსი ტიპის საჩუქარს?

“საჩუქარს ვარჩევთ უპირველეს ყოვლისა მოცემულობის მიხედვით, აქედან გამომდინარე პირველ რიგში უშუალოდ სასმელი შეირჩევა: ღვინო უნდა იყოს თუ მაღალ ალკოჰოლური. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემდეგ უკვე შესაძლოა ვიმსჯელოთ ბოთლის ზომაზე: 0.75, 1.5, 3 თუ 5 ლიტრიანი ზომის ბოთლი შეირჩეს; და ბოლოს უკვე ტექსტი, რომელიც უნდა დაგრავირდეს ბოთლზე: სიტყვათა წყობა, ენა, სხვადასხვა მცირე გამოსახულება და ეს ყველაფერი უნდა გაერთიანდეს დიზაინის ქუდის ქვეშ.”

რესპოდენტი: “ნიამორის” იდეის ავტორი/ხელმძღვანელი – გიორგი ბოჭორიშვილი